პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მიმართულებით სახალხო დამცველის აპარატმა ხარვეზები გამოავლინა.
ომბუდსმენმა საზოგადოებას ანგარიში წარუდგინა. დოკუმენტში 200 საქმეა გაერთიანებული. საუბარია ავადმყოფობის ან ორსულობის დროს მსჯავრის გადავადებაზე. გამოყოფილია საკითხები, რომელიც მსჯავრდებულის უფლებებზე უარყოფით გავლენას ახდენს და პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებას ეხება. ლევან იოსელიანის განცხადებით, პატიმრებისთვის არსებული საშეღავათო მექანიზმების ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით, სახალხო დამცველი აქტიურად გააგრძელებს მუშაობას.