ამ წუთებში პარლამენტი სახალხო დამცველს უსმენს. ლევან იოსელიანმა დეპუტატებს ომბუდსმენის 2023 წლის ანგარიში წარუდგინა. სახალხო დამცველმა საპარლამენტო ტრიბუნიდან ადამიანის უფლებების კუთხით ყველა სფერო მიმოიხილა და აქცენტი ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ვითარებასა და რუსეთის საოკუპაციო ძალის უკანონო ქმედებებზე გააკეთა. მისი მხრიდან ყურადღება გამახვილდა, ქალთა, ბავშვთა, მოხუცთა, შშმ პირთა და პატიმრების უფლებრივ მდგომარეობაზე. ასევე ლევან იოსელიანმა საპარლამენტო ტრიბუნიდან ისაუბრა შოვის შარშანდელ ტრაგედიაზეც. იოსელიანის მხრიდან ყურადღება გამახვილდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებულ კანონზეც. მისი განმარტებით, კანონში არაერთი ჩანაწერი არღვევს ადამიანის უფლებებს. ასევე ომბუდსმენმა ისაუბრა მანიფესტაციებზე არაპროპორციული ძალით სიტყვისა და შეკრების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე, და აქციებზე დაკავებულების მდგომარეობაზე.