სახალხო დამცველი თელავში მოსახლეობას შეხვდა

თელავში ე.წ. სამხედრო დასახლებაში მაცხოვრებლებს შეხვდა და მათ მდგომარეობას პირადად გაეცნო ომბუდსმენი. ადგილობრივების განცხადებით, მთავარ პრობლემას მიწის რეგისტრაცია წარმოადგენს. მოსახლეობა ამბობს, რომ ბინები დაკანონებული აქვთ, თუმცა მიწა თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაა და სამინისტროსა და მუნიციპალიტეტს შორის არსებული გაურკვევლობის მიზეზით ვერ ხერხდება ვერც ინფრასტრუქტურული და ვერც საკომუნიკაციო პრობლემების მოწესრიგება. სახალხო დამცველმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ მისი მანდატის ფარგლებში, ყველა შესაბამის უწყებას მიმართავს პრობლემის დროულად მოსაგვარებლად.