სოხუმის დაცემის დღეს ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ სახალხო დამცველი და მისი აპარატის წარმომადგენლები. ომბუდსმენი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს და აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა და მათგან ინფორმაცია მოისმინა. ლევან იოსელიანმა ისაუბრა კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე.