ენგურის ხიდზე იმყოფებოდა დღეს საქართველოს სახალხო დამცველიც. ლევან იოსელიანი ადგილზე შეხვდა და გაესაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებს და მათ პრობლემებს გაეცნო. სახალხო დამცველის თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში და განსაკუთრებით გალის რაიონში ხშირად არის ქართულ ენაზე სწავლის, გადაადგილების და სხვა სახის პრობლემები. ლევან იოსელიანმა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებაც ისაუბრა.