სახალხო დამცველი 2018 წელს აჯამებს. ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა შეაჯამა. მისი განცხადებით, მიმდინარე წელს ომბუდსმენის აპარატში 7350 განცხადება შევიდა. სახალხო დამცველის მიერ ინდივიდუალური განცხადებების განხილვის შედეგად, გაცემულია 90 რეკომენდაცია, მომზადდა 11 სპეციალური ანგარიში.