შემდეგ სიუჟეტში გაგაცნობთ ბათუმელ თამაზ შარაძეს. საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში მან მეხუთე საუკუნის ეკლესია აღმოაჩინა. კომერციულად მიმზიდველი ადგილი ახალსოფლის დასახლებაში სარფიანად მხოლოდ იმიტომ არ გაყიდა, რომ ეჭვი ჰქონდა, ქვების გროვის ქვეშ საიდუმლო ინახებოდა. მიწაში უძველესი ადრექრისტიანული ეკლესიის ნაშთი აღმოჩნდა. დღეს შარაძეების ოჯახს უამრავი ტურისტი სტუმრობს, პარალელურად მან ძველი ნივთების შეგროვება და ქვევრის ღვინის წარმოებაც დაიწყო და ტურისტულ რუკაზე გაჩნდა შარაძეების მამულიც.
თამაზ შარაძეს, მერაბ წულუკიძე და ედნარ კოჩალიძე ესტუმრნენ.