„ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის და მასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილების განხილვა საკომიტეტო ფორმატში დღეს დასრულდება. პაკეტს, რომელიც 19 კანონპროექტს მოიცავს და არაერთ შეზღუდვას ითვალისწინებს, ოთხმა კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა და საკითხის განხილვა წამყვან, იურიდიულ კომიტეტში იწყება.
განხილვებში ოპოზიციის უდიდესი ნაწილი არ ერთვება.
მხარეთა პოზიციებს მანანა დევაძე გაგვაცნობს.