პარლამენტი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის საკომიტეტო განხილვებს დღეიდან იწყებს. კანონპროექტებს დეპუტატები ჯერ ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ, რის შემდეგაც, საკითხზე, დღესვე იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იმსჯელებენ. დღესვე კომიტეტი განიხილავს მმართველი გუნდის ინიციატივას „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების შესახებ.
სხდომის დეტალებსა და მხარეთა პოზიციებს მანანა დევაძე გაგვაცნობს.