პოლიტიკური მღელვარების თემაა პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ დამტკიცებული კიდევ ერთი კანონი.
მაუწყებლობის შესახებ კანონში შესული ცვლილებების მიღმა ოპოზიცია მედიის შეზღუდვის რისკებს ხედავს. ცვლილებები სიძულვილის ენის რეგულირებას ეხება. ფართოვდება კომუნიკაციის კომისიის უფლებამოსილება, სწორედ მას დაეკისრება სიძულვილის ენის, უხამსობის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველ პროგრამებზე რეაგირების ვალდებულება. ოპოზიციურ პარტიებთან ერთად საკანონმდებლო ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან მესამე სექტორშიც, სადაც თვითრეგულირების მექანიზმის შემდეგ რეაგირების უფლების კომისიისთვის მინიჭებას საფრთხის შემცველად მიიჩნევენ. ხელისუფლების ოპონენტები პრეზიდენტს ვეტოს გამოყენებას სთხოვენ. მმართველი გუნდი ოპოზიციას ახსენებს, რომ სადავო პროექტი ევროკავშირის რეკომენდაციით მომზადდა. პოლიტიკურ ურთიერთბრალდებებს ვერც ევროკავშირის ელჩის შეფასებამ დაუსვა წერტილი. ჰერჩინსკი ცვლილებებს სტანდარტებთან შესაბამისად მიიჩნევს.