საკანონმდებლო ცვლილებები ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის საკითხზე

მმართველ გუნდი ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს არეგისტრირებს. გივი მიქანაძის განმარტებით, 2024 წლის ელექტრონული არჩევნების ჩასატარებლად საარჩევნო ადმინისტრაციის სრულად დაკომპლექტება და გამართულად მუშაობაა საჭირო. მისი განცხადებით, ცვლილებების მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევა 76-ის ნაცვლად, 90 ხმით მოხდება, იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ამ მხარდაჭერის მიღებას ვერ შეძლებს, მას კენჭს უკვე ორჯერ, 76 ხმით უყრიან, ხოლო თუ ხმათა ამ რაოდენობის მობილიზებაც ვერ მოხერხდება, საკითხი პრეზიდენტს გადაეცემა, რომელიც კანდიდატების ერთიანი სიიდან ცესკო-ს თავმჯდომარესა და წევრებს ინდივიდუალური გადაწყვეტილებით დანიშნავს.

საპარლამენტო უმრავლესობა საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვასა და სექტემბრის ბოლომდე მიღებას გეგმავს.