კანონპროექტს, რომელსაც საპარლამენტო ოპოზიციაში მწვავე შეფასებები მოჰყვა, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ. ცვლილებების მიხედვით, მთავრობას უფლება ექნება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე გარკვეული შეზღუდვები დააწესოს. ოპოზიციაში თვლიან, რომ ინიციატივა არაკონსტიტუციურია და სამთავრობო გუნდს, პარლამენტის ნებართვის გარეშე გადაჭარბებულ უფლებებს ანიჭებს. უმრავლესობის წინადადებას მხარს არ უჭერენ ფრაქციები „ნაციონალური მოძრაობა” და „ევროპული საქართველო”, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია.
მართველი გუნდი ოპონენტების კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებს. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში“ შესატანი ცვლილებები კი დაჩქარებული წესით განიხილება და მას მიმდინარე კვირაში საგანგებო სხდომაზე დაამტკიცებენ.