ცესკო-ს თავმჯდომარეობის და პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, რომელიც ბიუროს სხდომაზე უკვე დააინიცირა. საკანონმდებლო პაკეტით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცედურა და ასარჩევად საჭირო კვორუმიც იცვლება. პარლამენტი თავმჯდომარეს და წევრებს 5 წლის ვადით, ჩვეულებრივი უმრავლესობით, 76 ხმით დაამტკიცებს. ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურს კი პრეზიდენტის ნაცვლად გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის პარლამენტის თავმჯდომარე. საკონკურსო კომისიაში პრეზიდენტს ერთი წარმომადგენელი ეყოლება. დაგეგმილ ცვლილებებს მხარს არ უჭერს ოპოზიცია.
ვის რა არგუმენტი აქვს, – მხარეთა პოზიციებს მანანა დევაძე გაგვაცნობს.