საკადრო ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში – სამწლიანი საქმიანობის შემდეგ, ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა ნათია თურნავამ დატოვა. პოსტზე მას ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ჩაანაცვლებს. რაც შეეხება დავითაშვილის უწყებას, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პორტფელი ოთარ შამუგიამ ჩაიბარა. ცვლილებების შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე მთავრობის ხელმძღვანელმა ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა ნათია თურნავას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. ეკონომიკის უკვე ყოფილ მინისტრს, დღეს თანამდებობიდან წასვლის მიზეზები არ განუმარტავს, თუმცა თქვა, რომ გუნდში რჩება და სამომავლო გეგმების შესახებ უახლოეს მომავალში ისაუბრებს.
რას უკავშირდება საკადრო ცვლილებები და როგორ აფასებენ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ სპექტრში.