პარლამენტში პოლიტიკური გადაჯგუფების პროცესი იწყება.
უმრავლესობის დატოვების შემდეგ ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები კომიტეტებში ადგილებსაც კარგავენ. კვოტების ხელახლა მოპოვება ახლა იმაზეა დამოკიდებული, შექმნიან თუ არა მმართველი პარტიის ყოფილი წევრები საკუთარ ფრაქციას, რისთვისაც მინიმუმ ექვსი დეპუტატის გაერთიანებაა საჭირო. თანამოაზრეების რაოდენობის გასაზრდელად ბესელია აქტიურ კონსულტაციებს განაგრძობს და პარალელურად ყოფილი თანაგუნდელების მწვავე განცხადებებს პასუხობს. ბესელიას მიმართ განსაკუთრებული სიმწვავით დღესაც იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი გამოირჩეოდა, რომელმაც ამჯერად ეკა ბესელიას და რამდენიმე მოსამართლის საეჭვო კავშირებზე მიანიშნა.