მთავრობაში მიმდინარე ცვლილებებს აფასებენ არასაპარლამენტო ოპოზიციაში.
„შენების მოძრაობის“ ლიდერის თქმით, ამ ცვლილებებით ბიძინა ივანიშვილმა ძალოვანი სტრუქტურები გაიმაგრა. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ახლა მთავარია ქვეყანა 2020 წლის არჩევნებამდე მშვიდობიანი გზით მივიდეს, თუმცა ნაწილის შეფასებით, მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებას პროტესტი და აქციები უნდა მოყვეს.