გიორგი გახარიას თანამოაზრეები თანამდებობებს ტოვებენ.
დაკავებული პოზიციებიდან გათავისუფლდნენ გორის, ხაშურის, ფოთის, მარტვილის და სენაკის მერის მოადგილეები, ასევე ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის უფროსი – ჯამში რვა ადამიანი. შვიდივე მათგანი ამბობს, რომ თანამდებობები მმართველი პარტიიდან და მთავრობიდან ზეწოლის გამო დაატოვებინეს, მიზეზად კი ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიმართ მხარდაჭერა დაუსახელეს. მითითებული მუნიციპალიტეტების მერები და მმართველი გუნდის ლიდერების არგუმენტით, გათავისუფლებული მოადგილეები საქმის ნაცვლად ექს-პრემიერის და მისი გუნდის აგიტაციით იყვნენ დაკავებულები. დღევანდელმა გადაწყვეტილებებმა „ქართული ოცნების“ წევრებს და პარტიიდან ცოტა ხნის წინ გახარიას გუნდში წასულებს შორის ურთიერთობა და რიტორიკა კიდევ უფრო გაამწვავა. გახარიას გუნდი მმართველ პარტიას დევნასა და რეპრესიებში ადანაშაულებს.