ხაშურში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტი მიმდინარეობს.
დავით კაკიაშვილის სახელობის №2 საჯარო სკოლა 440 მოსწავლეზეა გათვლილი. ადგილზე უნდა მოეწყოს საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდეს გათბობის, წყალსადენისა და კანალიზაციის სისტემები. უკვე დასრულდა სკოლის სახურავისა და კედლების დათბუნება.