საჯარო სკოლების დირექტორებისა და პროექტ “სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის” ჩართული განათლების სპეციალისტების შეხვედრა გაიმართა
“სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის” პროექტის ფარგლებში, საჯარო სკოლების დირექტორებისა და პროექტში ჩართული განათლების სპეციალისტების პირველი შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე დირექტორებმა, რომლებიც პროექტის ფარგლებში საერთაშორისო გამოცდილებას გაეცნენ, სკოლის შიდა შეფასებისა და განვითარების სისტემაზე ისაუბრეს, საუბარი ასევე შეეხო სკოლებში არსებულ გამოწვევებსაც.
“სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის” სამწლიანი პროექტია, რომელსაც გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს.