„ჯანდაცვის მენეჯმენტის ეფექტურობის გაზრდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით“ – ამ თემაზე, საჯარო ლექცია ჯანდაცვის სამინისტროსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა. მიხეილ სარჯველაძემ სისტემაში თანამედროვე მიდგომების დანერგვაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ასევე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის რეგიონულ მნიშვნელობაზე. ცენტრი უნივერსიტეტის ბაზაზე, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით შენდება.