საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ანგარიში

IDFI-მ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2022 წლის ანგარიში წარადგინა. დოკუმენტის მიხედვით, მაჩვენებელი 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია. საჯარო ინფორმაცია სრულყოფილი სახით და ათდღიანი ვადის დაცვით მხოლოდ ცხრა უწყებამ გასცა, ხოლო 69 დაწესებულებამ ყველა განცხადება უპასუხოდ დატოვა.

2022 წელს IDFI-იმ ცხრა ყველაზე ანგარიშვალდებული საჯარო დაწესებულება გამოავლინა, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატი და საჯარო სამსახურის ბიურო. რაც შეეხება ყველაზე დახურულ ორგანიზაციებს, დასახელდა რამდენიმე სამინისტრო.
ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს აქვს. უწყებას აღნიშნულზე კომენტარი არ გაუკეთებია.