უნებართვო მშენებლობებისთვის გაზრდილი ჯარიმები დღეიდან შედის ძალაში. ახალი კანონის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობისთვის სულ 250 ათასი ლარის ჯარიმა იქნება გათვალისწინებული. კერძოდ, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მესამე ან მეოთხე კლასის მშენებლობისთვის 200 ათასი ლარით მოხდება დაჯარიმება ნაცვლად 20 ათასი ლარისა; ჯარიმები გამკაცრდა პირველი და მეორე კლასის შენობა-ნაგებობის უნებართვო მშენებლობისთვის: კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებული შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის, მესამე კლასის შემთხვევაში ჯარიმა იქნება 30 ათასი ლარი, ნაცვლად 10 ათასი ლარისა, ხოლო მეოთხე კლასის შემთხვევაში ჯარიმა იქნება 75 ათასი ლარი, ნაცვლად 15 ათასი ლარისა.