საირმეში ლაბორატორიის ყოფილი მფლობელები დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ
კურორტ საირმეს ტერიტორიაზე არსებული ლაბორატორიის ყოფილი მფლობელები პროკურატურას დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას სთხოვენ.
შ.პ.ს ჯეგის ადვოკატის განცხადებით, მათთვის გაურკვეველია, თუ რატომ აჭიანურებს საგამოძიებო უწყება საქმის გამოძიებას.
შამილ ოდიშარიასა და გია თომაშვილის თქმით, წინა ხელისუფლების დროს, 2010 წელს, პროკურატურის მოთხოვნით, იძულების წესით დათმეს და სახელმწიფოს გადასცეს 128 კვადრატულ მიწაზე არსებული შენობა. მათი თქმით, ახლა ამ შენობაში სასტუმრო ფუნქციონირებს.
ლაბორატორიის ყოფილი მესაკუთრეები იმედოვნებენ, რომ წინა ხელისუფლების დროს, სახელმწიფოს მიერ ჩამორთმეული ქონების დაზარალებულთათვის უკან დაბრუნების პროცესში, ქართული ოცნების ხელისუფლება მათ მიმართაც სამართლიანი იქნება.