საქართველოზე, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშის როლზე, საუბარია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.
დოკუმენტი 2024 წლის საინვესტიციო კლიმატს აფასებს და საქართველოს რეგიონში ეკონომიკური რეფორმებით მოწინავე ქვეყნად ასახელებს. ანგარიშში დადებითად არის შეფასებული ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, რაც დოკუმენტის ავტორების პროგნოზით ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორია. აქცენტი კეთდება ბიზნესის კეთების სიმარტივეზეც, ანგარიშში საქართველო ამ კუთხითაც ლიდერ პოზიციაზეა. სახელმწიფო დეპარტამენტი პრობლემურ საკითხებზეც ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის გაჭიანურებული ბიზნესდავები მოხვდა. რაც შეეხება ქონების ჩამორთმევის შემთხვევებს, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მსგავსი პრაქტიკა ამ ეტაპზე გავრცელებული აღარ არის, თუმცა წინა ხელისუფლების პირობებში ადგილი ჰქონდა ქონების იძულებით ჩამორთმევის არაერთ შემთხვევას.
2024 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიშს სხვადასხვანაირად კითხულობს მმართველი გუნდი და ოპოზიცია – შალვა სუმბაძე დეტალებით.