საინფორმაციო შეხვედრაზე ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების რეფორმაზე იმსჯელეს
სკოლამდელი მომსახურების ხელმისაწვდომობა და თანაბარი შესაძლებლობები ყველა ბავშვს, – ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ რეფორმის მიმდინარეობაზე ისაუბრეს დღეს საინფორმაციო შეხვედრაზე.
დისკუსია რეგიონების, UNICEF-ის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და განათლების სამინისტროს ჩართულობით შედგა. იმსჯელეს კანონის პრაქტიკაში განხორციელებაზე. ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად, გაიცა რეკომენდაციები აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვის.
2-დღიანი განხილვის დასრულების შემდეგ, კი რეგიონული შეხვედრები დასავლეთ საქართველოში გაგრძელდება.