„ქალები ტექნოლოგიებში“ – თელავის ტექნოპარკში ამ სახელწოდების საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით ჩატარებული დისკუსია მიზნად ტექნოლოგიური მიმართულებით ქალების მაქსიმალურ ჩართულობასა და დარგის პოპულარიზაციას ისახავს. ღონისძიებას საბჭოს წევრები, ახალგაზრდები და ამ სფეროთი დაინტერესებული პირები დაესწრნენ. მათ დეტალური ინფორმაცია მიიღეს ქვეყანაში არსებული ტექნოლოგიური სიახლეებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ. ანალოგიური შეხვედრა ხვალ გურჯაანის ტექნოპარკშია დაგეგმილი.