„წითელმა ჯვარმა“ კორონავირუსთან დაკავშირებით რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საინფორმაციო კამპანია გამართა.
დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები ვირუსის გავრცელების გზების, პირადი უსაფრთხოების რეკომენდაციებისა და თვითიზოლაციის შესახებ. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მსგავს ღონისძიებას მოსახლეობის ინფორმირებისთვის რეგულარულად გამართავენ.