კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით, საარჩევნო უბნების გახსნა 40 ქვეყანაში იგეგმება იმისათვის, რომ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის უზრუნველყოფილი იყოს მათი კონსტიტუციური უფლება, – ამის შესახებ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მას შემდეგ, რაც საუბნო საარჩევნო კომისიები შეიქმნება საზღვარგარეთ, ინფორმაცია საარჩევნო უბნების შესახებ ცესკო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება ხელმისაწვდომი. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები საკონსულო აღრიცხვაზე უნდა იმყოფებოდნენ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებს აღნიშნული პროცედურის განხორციელება ელექტრონულად, საკონსულოს ვებ გვერდის მეშვეობითაც შეუძლიათ.