არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის საორგანიზაციო კომისია მუშაობას დღეიდან დაიწყებს.
პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი განკარგულება უკვე გამოსცა. კომისიას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, კახა კახიშვილი უხელმძღვანელებს. კომისია, რომელშიც სხვადასხვა უწყების წარმომადგენელი 30 პირი შედის, 7 საათზე შეიკრიბება და პირველი სხდომას ჩაატარებს.
ლაშა ჟვანიას განცხადებით, – რომელიც სავარაუდოდ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იქნება, – ინაუგურაციის დეტალები სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გაირკვევა.