საიდუმლო მასალების საქმე - ახალი ბრალდება ტრამპის წინააღმდეგ

დონალდ ტრამპს მეორედ წაუყენეს ბრალი.

ამჯერად აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს გრიფით „საიდუმლო“ დოკუმენტების არასათანადო გამოყენებაში ადანაშაულებენ. საუბარია ერთი წლის წინ მისი რეზიდენციიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებულ საიდუმლო დოკუმენტაციაზე. ორჯერ ბრალდებული ექს-პრეზიდენტი, რომელსაც 2024 წელს თეთრ სახლში დაბრუნება სურს, თავს უდანაშაულოდ აცხადებს და ამტკიცებს, რომ ჯო ბაიდენის კორუმპირებული ადმინისტრაცია საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო ებრძვის. კიდევ ერთი ბრალდების წარდგენის შემდეგ ორმა ადვოკატმა თეთრი სახლის ყოფილი ლიდერის დაცვაზე უარი თქვა.

ტრამპთან ერთად, საიდუმლო დოკუმენტების შესაძლო არასათანადო მოპყრობის საქმეზე გამოძიება ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგაც მიმდინარეობს.