გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მესამე შუალედური ანგარიში მოამზადა საია-მ.
კვლევა მოიცავს პირველი ოქტომბრიდან 26 ოქტომბრამდე პერიოდს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ გამოწვევად რჩება სამთავრობო პროექტების პერსონიფიცირება და კონკრეტულ პარტიასთან აფილირება. გამოვლინდა უმრავლესობის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები. დოკუმენტის მიხედვით წინასაარჩევნო კამპანიამ ოქტომბერში ძალადობრივი დაპირისპირებების ფონზე ჩაიარა.