საია-მ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ ინფორმაციის მოწოდების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა. მათი ინფორმაციით, სამეურვეო საბჭომ მაუწყებლის გენერალურ დირექტორს ერთ-ერთ სხდომაზე ტექნიკური გადაიარაღების განხორციელების მიზნით, ფინანსური რესურსების მოსაზიდად, სესხის აღებასა და შესაბამისი პროცედურების დაწყებაზე თანხმობა მისცა. იურისტის თქმით, საუბარია რამდენიმე ათეულ მილიონ ლარზე.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტისგან იმ დოკუმენტაციას ითხოვს, სადაც საუბარი იქნება თუ რაში დაიხარჯება სესხით აღებული თანხა.
საია-ს განცხადებას გამოეხმაურა საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური სამსახურის ხელმძღვანელი.