საია-მ მოსამართლეთა უვადოდ გამწესებისას ანა დოლიძის აცილებაზე სასამართლოში სარჩელი შეიტანა

ანა დოლიძის აცილების შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე საია-მ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

ორგანიზაციის წევრების განცხადებით, მსგავსი ქმედებები კრიტიკული აზრის მიმართ სისტემის დამოკიდებულების მაჩვენებელია. მათივე თქმით, თუ სასამართლომ მათი სარჩელი დააკმაყოფილა, კითხვები მოსამართლეების შერჩევის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით შეიძლება გაჩნდეს, თუმცა მათი კენჭისყრაზე ხელახლა გაყვანის მოთხოვნა არ აქვთ.