სამხედრო ავიაციის დღეს საქართველო საჰაერო თავდაცვის ახალი საშუალებებით ხვდება.
საფრანგეთთან ხელმოწერილი ხელშეკრულების შედეგად ქართულმა მხარემ საზენიტო-სარაკეტო სისტემები და რადიო-ლოკაციური სადგურები შეიძინა.
საფრანგეთიდან ჩამოტანილი სამხედრო ტექნიკის დემონსტრირება ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე მოხდა.
სამხედრო მაღალჩინოსნები გამოსვლების დროს ხაზს უსვამდნენ, რომ დღეიდან საქართველოს ცა უფრო დაცული იქნება.