მარნეულის გზატკეცილის რეაბილიტაცია დასრულდა.
6-კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო. გზაგამყოფზე დაირგო ახალი ხემცენარეებიც. დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე დღეს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ადგილზე გაეცნო. პროექტზე თბილისის ბიუჯეტიდან 4 მილიონ 84 ათასზე მეტი ლარი დაიხარჯა.