საგუნდო მუსიკის ფესტივალი გაიხსნა

თბილისის საგუნდო მუსიკის მე-11 საერთაშორისო ფესტივალი კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიხსნა.

ფესტივალის პირველი დღე საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელისა და თეატრის და კინოს უნივერსიტეტის სამუსიკო მიმართულების გუნდის კონცერტს დაეთმო. ფესტივალი ყოველწლიურია და ტრადიციულად იმართება, როგორც თბილისის სხვადასხვა საკონცერტო, ასევე ექსპერიმენტულ სივრცეებში. ფესტივალის მიზანია განავითაროს ქართული საგუნდო მუსიკა, ხელი შეუწყოს საგუნდო საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნებას, მსმენელს გააცნოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე გუნდების შემოქმედება.