2018 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული მკვლევრების მიღება და მათი პროექტების პრეზენტაცია გაიმართა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში. საუბარია საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ ღონისძიებაზე. გრანტით დაფინანსების კონკურსი აპრილში გამოცხადდა და 160-მდე საპროექტო განაცხადი შევიდა.
შეფასების შემდეგ დასაფინანსებლად 54 პროექტი შეირჩა. თითოეული პროექტი სამმა ექსპერტმა შეაფასა.