საგაზაფხულო სესიის გახსნა

პარლამენტი საქმიანობას დღეს ოფიციალურად განაახლებს. საკანონმდებლო ორგანო საგაზაფხულო სესიას ხსნის. დღევანდელ სხდომას დაესწრებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებმაც გუშინ საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტეს. საგაზაფხულო სესიაზე რამდენიმე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რომელთა შორისაა საკონსტიტუციო ცვლილებები. რეგლამენტის მიხედვით, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს დაიხურება.