2024 წლის ოქტომბერში ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, წინა წლის ოქტომბერთან შედარებით, ექსპორტი 39.0 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 681.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის მაღალი ზრდა ივნისის თვიდან ფიქსირდება. ჯამურად იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 7.4%-ით გაიზარდა და 5.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. იმპორტი 4.8%-ით გაიზარდა და 13.6 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა.