2024 წლის ივლისში, წინა წლის ივლისთან შედარებით ექსპორტი 29.5 %-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა – 682 მილიონი დოლარზე მეტი შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, ივლისში სავაჭრო ბრუნვა ორ მილიარდ დოლარზე მეტი იყო, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 13.6%-ით აჭარბებს და ასევე რეკორდული მაჩვენებელია. რაც შეეხება 2024 წლის იანვარ-ივლისის პერიოდს, დროის ამ მონაკვეთში სავაჭრო ბრუნვა 12 მილიარდ 600 მილიონ დოლარამდე, 1,6%-თაა გაზრდილი. ამასთან, ექსპორტი 1.4 %-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი თითქმის 3%-ით გაიზარდა.