საგარეო უწყება - აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტით, საქართველო მისი მოკავშირე და პარტნიორია
აშშ-ის სენატმა აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის 2020 ფისკალური წლის კანონპროექტის (NDAA FY20) საკუთარი ვერსია გამოაქვეყნა. 2020 წლის კანონპროექტში, აშშ-საქართველოს თანამშრომლობას ცალკე ქვეთავი ეთმობა, რაც საქართველოს მნიშვნელოვან როლზე მიანიშნებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ამასთან, უწყების ინფორმაციით, აქტის ჩანაწერის მიხედვით, საქართველო, ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში, შავი ზღვისა და ბალტიის ქვეყნებთან ერთად, აშშ-ს მოკავშირედ და პარტნიორად მოიაზრება.