5-6 ნოემბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ქართულმა დელეგაციამ აქცენტი გააკეთა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების თემებზე. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მოლაპარაკების უმთავრესი საკითხის განხილვის დაწყებისთანავე, ტრადიციულად დატოვეს მოლაპარაკებების მაგიდა.