საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს აფრთხილებს. უწყების ინფორმაციით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სხვადასხვა სუბიექტი მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მომსახურებას სთავაზობს და ცდილობენ, დაარწმუნონ მოქალაქეები თითქოს პროცედურის გამარტივებული წესით გავლა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო მომსახურების პორტალის გვერდის ავლით არის შესაძლებელი.
უწყება მოუწოდებს საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა, გამარტივებული ფორმით, მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა შესაძლებელი. პროცესი 7 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.