ბრიუსელის სამიტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. უწყების ინფორმაციით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს როგორც საქართველოს გაწევრიანების კონტექსტში, ასევე ალიანსის სამომავლო მიმართულებით. „უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკეში დადასტურებულია ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომ მოემზადოს საბოლოო წევრობისთვის. მისასალმებელია, ალიანსის წევრი ქვეყნების მხრიდან ცალსახა და პირდაპირი დადასტურება, რომ მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენულ უფლებას, აირჩიოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და რომ დაუშვებელია ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევა ამ პროცესში“. – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
მოამბე