საგარეო უწყება საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიმართავს და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის, საკონსულო აღრიცხვისკენ მოუწოდებს. უწყების ინფორმაციით, ამ მხრივ მიმართვიანობა გაზრდილია და ბოლო მონაცემებით, ოქტომბრის თვის მეორე ნახევარში საკონსულო აღრიცხვაზე 1400-მდე მოქალაქე დადგა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო საარჩევნო უფლების ეფექტიანად გამოყენების მიზნით, მოქალაქეებს შესაბამისი წესების ყურადღებით გაცნობას ურჩევს. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 39 ქვეყნის 55 საარჩევნო უბანზე ჩატარდება.