არსებული უმძიმესი მდგომარეობის გათვალისწინებით, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებები მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ. 24 საათის განმავლობაში მოქმედებს ცხელი ხაზი, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე უკრაინაში საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებებში, რომელზეც მოქალაქეები იღებენ შესაბამის რეკომენდაციებს უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით. უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, თვალ-ყური ადევნონ და გაითვალისწინონ უკრაინის მთავრობის რეკომენდაციები და გაფრთხილებები, ადგილზე არსებულ უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით. საქართველოს საელჩოს კიევში უნდა დაუკავშირდეთ ნომერზე: +380 – 63 – 376 – 77 – 68.
ხოლო გენერალურ საკონსულოს, ოდესაში ნომერზე: + 380 – 63 – 176 – 75 – 55