საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი უნგრეთში

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე უნგრეთის სრული მხარდაჭერა აქვს – ეს იყო ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რაც ბუდაპეშტში ვიზიტით მყოფმა ილია დარჩიაშვილმა უნგრელი კოლეგისგან მიიღო.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პარტნიორ ქვეყანას უკვე მესამედ სტუმრობს, თუმცა მიმდინარე ვიზიტი განსაკუთრებულ მნიშვნელობა იძენს უნგრეთის მიერ ევროკავშირის თავმჯდომარეობის პირობებში. ილია დარჩიაშვილმა დღეს პირადად პიტერ სიიარტოსგან მიიღო პირობა, რომ უნგრეთი ყველაფერს გააკეთებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად. უნგრელმა დიპლომატმა საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის ბოლოდროინდელი პოლიტიკა მწვავედ გააკრიტიკა და თქვა, რომ ევროკომისიას არ აქვს უფლება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საქართველოს სუვერენული გადაწყვეტილებები, მათ შორის გამჭვირვალობის კანონი. თავის მხრივ, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს უცვლელი პრიორიტეტია.

„მოამბე“ უნგრეთიდან – საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს თეონა ხუბულავა აშუქებს.