საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრელ კოლეგას შეხვდა.
ილია დარჩიაშვილმა და პიტერ სიიარტომ საქართველო უნგრეთისა და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. უნგრეთი ექვსი თვის ვადით ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა. შეხვედრის შემდეგ დიპლომატებმა ერთობლივი პრესკონფერენციაც გამართეს, სადაც პიტერ სიიარტომ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მხარდაჭერა.