საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი - შეხვედრები NATO-ს შტაბ-ბინაში

საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი და თანამშრომლობის სამომავლო გეგემები – ეს არის განხილვის მთავარი თემა ნატო- საქართველოს კომისიის სხდომის ფარგლებში, რომელიც ბრიუსელში ამ წუთებში მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა.

ილია დარჩიაშვილის ვიზიტს აშუქებს ანა ბროლაძე, რომელიც ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დაწყებამდე, ნატო-ში საქართველოს ელჩს ესაუბრა.