საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანელი კოლეგის მიწვევით, ევროკავშირის გაფართოების საკითხზე, ბერლინში დაგეგმილ კონფერენციაში მონაწილეობს. ილია დარჩიაშვილი სიტყვით მიმართავს მონაწილეებს სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელიც ევროპის გაფართოების საკითხებს მიეძღვნება. დარჩიაშვილი ისაუბრებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, 12 პუნქტის შესრულების მიმდინარეობასა და ქვეყნის მოლოდინზე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.